ქართული კინო

ქართული კინემატოგრაფია საფუძველს XX საუკუნის დასაწყისში იღებს და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, როგორც ქართული კულტურის, ისე ევროპული კინემატოგრაფიის განვითარებაში. სხვადასხვა დროს ქართული კინემატოგრაფიის გამორჩეული წარმომადგენლები იყვნენ და არიან  ნიკოლოზ შენგელაია,  მიხეილ ჭიაურელი,  ოთარ იოსელიანი,  სიკო დოლიძე, კოტე მიქაბერიძე,  თენგიზ აბულაძე,  რევაზ ჩხეიძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ელდარ და გიორგი შენგელაიები,  რეზო ესაძე,  მერაბ კოკოჩაშვილი,  ნანა  მჭედლიძე,  ლანა ღოღობერიძე,  ნანა ჯორჯაძე,  მიხეილ კობახიძე,  გოდერძი ჩოხელი,  თემურ ბაბლუანი და სხვანი.

ქართული კინოს ერთ-ერთი უდიდესი თაყვანისმცემელი იყო იტალიელი კინორეჟისორი ფედერიკო ფელინი: "ქართული კინო უჩვეულო ფენომენია, სპეციალური, ფილოსოფიური ნათება, რთული და ამავე დროს ბავშვურად წმინდა და უმანკო. მასში ყველაფერია, რაც მე მატირებს და მინდა გითხრათ, რომ ეს (ჩემი ატირება) არც ისე ადვილია".



ქართული კინოს ისტორია 1908 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც  ვასილ ამაშუკელი პირველ ქართულ  დოკუმენტურ ფილმებს იღებს  ბაქოში. მათ შორის იყო „ქართველი სცენის მოღვაწენი“ და „ქვანახშირის გადაზიდვა აქლემებით“.








გიორგი შენგელაია

გიორგი შენგელაია (დ.  11 მაისი, 1937) - ქართველი კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.  1962  წლიდან მუშაობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში".


მიღებული აქვს ამიერკავკასიისა და უკრაინის რესპუბლიკის კინოფესტივალის დიპლომი (1966),  ბერგამოს ( იტალია ) მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი "დრაკონი" და  ფიპრეისის  დიპლომი (1966), ჩიკაგოს მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის დიდი პრიზი "ოქროს იუგო" ( 1974 ), დიდი ბრიტანეთის კინოსტუდიის პრემია ( 1973 ),  აზოლას ( იტალია ) საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი პრემია ( 1974 ), ფინეთის ხელოვნების აკადემიის პრიზი ( 1975 ), კინოხელოვნების საშუალებებით ესთეტიკური აღზრდის პრობლემებისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის საპატიო დიპლომი    ( ერევანი 1977 ), სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენის ბრინჯაოს მედალი ( 1980 ).   შოთა რუსთაველის  სახელობის პრემია ( 1985 ) და სხვა პრიზები.


არის რეჟისორი ფილმებისა: "ალავერდობა", "ჯილდო", "მაცი ხვიტია", "ფიროსმანი", "ვერის უბნის მელოდიები", "ქვიშანი დარჩებიან", "სიყვარული ყველას უნდა", "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა", "ხარება და გოგია", "ორფეოსის სიკვდილი", "სიყვარული ვენახში", "მიდიოდა მატარებელი".



,, ქეთო და კოტე ’’


ქეთო და კოტე,  1948 წლის  ქართული საბჭოთა  ფილმი, გადაღებული რეჟისორების ვახტანგ  ტაბლიაშვილისა და  შალვა გედევანიშვილის მიერ ავქსენტი ცაგარელის კომედია „ხანუმას“ და ვიქტორ დოლიძის ოპერა ,, ქეთო და კოტეს ’’ მიხედვით. პირველი ჩვენება შედგა  1953  წლის  8 ივნისს.


თანამედროვე ქართული კინო


გაღმა ნაპირი



დამდგმელი რეჟისორი: გიორგი ოვაშვილი
ცენარის ავტორი: ნუგზარ შატაიძე
დამდგმელი ოპერატორი: შაჰრიარ ასადი
დამდგმელი მხატვარი: მერაბ ჯოხაძე
კომპოზიტორი: იოსებ (სოსო) ბარდანაშვილი
ხმის ოპერატორები: ვლადიმერ გოლოვნიცკი, ნეზამედინ კიაიე
მემონტაჟე: სუნ-მინ კიმი
მონაწილეობენ: თედო ბექაური (თედო), გალობა გამბარია (წუპაკი), ნიკა ალაჯაჯევი (გოშკა), თამარ მესხი (მარიამი), ჯანო იზორია (იანგული), ლია აბულაძე (ზიტა), არჩილ თაბუკაშვილი (მაღალი), თემო გოგინავა (დაბალი), ბერდია ინწკირველი (დაური), ლერი ზარდიაშვილი (მძღოლი), ლეილა ქოქოსაძე (მარო ბებო), სოფო გვრიტიშვილი, იოსებ (სოსო) ხაინდრავა
პროდიუსერები: გიორგი ოვაშვილი, საინ გაბდულინი

გადაღებულია ნუგზარ შატაიძის ნოველის "მოგზაურობა აფრიკაში"–ს მიხედვით. 

12 წლის ბიჭს, რომელიც აფხაზეთიდან დევნილთა თაობას მიეკუთვნება, ცხოვრება მრავალ წინააღმდეგობას უმზადებს. სამოქალაქო ომმა თედოს წაართვა ყველაფერი, რაზეც კი ოდესმე უოცნებია. ფილმი მოგვითხრობს თედოს მცდელობაზე, დაიბრუნოს იმედი და რწმენა საკუთარ თავში.




,, ცამეტი ’’





ცამეტი -- გელა ბაბლუანის კინოფილმი დაწერილი და გადაღებული 2005 წელს. ეს ფილმი ბაბლუანის სრულმეტრაჟიანი ფილმის სარეჟისორო დებიუტი იყო. ფილმი ასევე დებიუტი გახდა რეჟისორის ვაჟი გიორგი ბაბლუანისთვის, რომელიც პროტაგონისტი სებასტიანის როლს ასრულებს. ფილმი გადაღებულია შავ-თეთრად, ნუარის სტილში, სიუჟეტი თანდათან იძაბება და კულმინაციას მთავარ სცენაში აღწევს.

No comments:

Post a Comment