ქართული ფოლკლორი

ანსამბლი  ,, ალილო ’’




ანსამბლი შეიქმნა ცნობილი ქართველი მომღერლის, ”ქართული ხმების” სოლისტის, გურამ თამაზაშვილის მიერ ქ.თბილისში, 2003 წელს. (მანამდე ცნობილი იყო როგორც ”ზარები”). ”ალილო”-ს ჩატარებული აქვს სოლო კონცერტები როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გამოცემული აქვს სიმღერების ერთი კრებული.



ანსამბლი ,, ლაშარი ’’



ანსამბლი ”ლაშარი” შეიქმნა 1994 წელს ქ. თბილისში. გამოშვებული აქვს ერთი კომპაქტ. დისკი, ჩატარებული აქვს კონცერტები როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში. ანსამბლის ძირითადი მიმართულებაა კახური სიმღერები. 

ხელმძღვანელი - გიორგი უშიკიშვილი.



ანსამბლი ,, ბასიანი ’’




საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი "ბასიანი" შეიქმნა 2000 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით. იგი გახდა ბირთვი თბილისში მშენებარე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა დიდი გუნდისა. "ბასიანი" ძირითადად ქართულ ხალხურ სიმღერებს ასრულებს, ხოლო სამების საკათედრო ტაძრის გუნდთან ერთად- ტრადიციულ ქართულ საგალობლებს. "ბასიანი" მგალობელთა გუნდის შემადგენლობაში მონაწილეობას იღებს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შესრულებულ ყველა ღმრთისმსახურებასა და მომლოცველობით მოგზაურობაში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 

ანსამბლს ხელმძღვანელობს გიორგი დონაძე. 

გამოცემული აქვს სამი დისკი.



ქართული ხალხური მუსიკა


სათავეს უძველეს დროში იღებს. იგი თავიდანვე დაკავშირებული იყო ჩვენს წინაპართა ყოფასთან. მასში, როგორ სარკეში, არეკლილია ქართველი ერის უმდიდრესი ისტორია, სულიერი მისწრაფებანი, ზნეობრივი სისპეტაკე, კაცთმოყვარეობა, პატრიოტული და გმირული შემართება. ხალხური მუსიკა ოდითგანვე ერის სულიერ საზრდოს წარმოადგენდა და ქართველი კაცის ყოველ სამეურნეო თუ ყოფით საქმიანობას უკავშირდებოდა. მღეროდნენ ომის, შრომის, ავადმყოფობის, მხიარულების, მწუხარების დროს. სიმღერა სწორედ ის ძალა იყო, რომელიც გაჭირვებაში მხნეობასა და სიმტკიცეს მატებდა. ამიტომაც უფრთხილდებოდა ქართველი კაცი თავის მრავალსაუკუნოვან მუსიკალურ ენას.

უძველესი ცნობები ქართული ხალხური მუსიკის შესახებ არქეოლოგიურ მასალებსა და ძველბერძნულ წყაროებში მოიპოვება. აღმოჩენილია სხვადასხვაგვარი საკრავი, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე დაუმზადებიათ: სალამურები, ჩანგი, ლირა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ხალხურ სიმღერებს უხსოვარი დროიდან მრავალხმიანობა ახასიათებდათ. მრავალხმიანობა, ანუ პოლიფონიურობა, კი უნიკალურ მოვლენად ითვლება და მსოფლიოს ხალხთა შორის ერთეულები თუ დაიტრაბახებენ ასეთი სიმდიდრით. ქართული მრავალხმიანობა მათ შორისაც სრულიად განსაკუთრებულია, განსხვავებული და მრავალეფროვანი. საქართველოს ყველა კუთხეს თავისებური მუსიკალური დიალექტი აქვს, ასეთი დიალექტები 15-მდე აღწევს.

ქართული ხალხური სიმღერები ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნიან ჩვენს წინაპართა ადათებსა და ცხოვრების წესზე. ამდენად, ქართულ ხალხურ სიმღერას ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. საქართველოში დღემდეა შემორჩენილი უძველესი სარწმუნოების კვალი, რომელშიც ქართველთა მითოლოგიური წარმოდგენებია ასახული. ქართულ სოფელში დღესაც შეიძლება მოისმინოთ უძველესი შელოცვები, ამინდის ღვთაების საგალობლები, მზის სადიდებელი ჰიმნი, სამკურნალო სავედრებელნი და სხვა. მათი შესწავლა საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ, როგორ მღეროდნენ ჩვენი წინაპრები 2-3 ათასი წლის წინ.

აღსანიშნავია, რომ უძველესი სიმღერები მრავალხმიანია და გუნდურად სრულდება, რაც ქართული ხალხური მუსიკის ყველაზე უფრო დამახასიათებელი და გამორჩეული მხარეა.

საუკუნეების მანძილზე ქართული ხალხური სიმღერა იხვეწებოდა და მდიდრდებოდა. ,, ჩაკრულოს ’’, ,, ლილეს ’’, „ჰასანბეგურას“, ,, მრავალჟამიერის ’’, ,, იავნანას ’’ და კიდევ მრავალ უბრწყინვალეს სიმღერათა სამშობლო – საქართველო „მსოფლიო ხალხური მუსიკის სატახტო ქვეყნად იქცა“, ხოლო ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერა მსოფლიო შედევრად აღიარეს.

ქართველ ხალხს სამართლიანად შეუძლია იამაყოს წინაპართა მიერ შექმნილი უძველესი და უმდიდრესი მუსიკალური კულტურით, რომლის მოვლა-პატრონობაც ახალგაზრდა თაობის ვალია.

არსებობს ხალხური მუსიკის სხვა და სხვა ხმები : გამყინავი,მოძახილი,ბანი, და სხვა.




ქართული ხალხური საკრავები


ცნობილია უძველესი დროიდან, როგორც წესი, სიმღერის ან ცეკვის თანხლების ფუნქციით. უძველესი არქეოლოგიური ცნობა ქართული საკრავის შესახებ, მიეკუთვნება ძვ.წ.-ით XV ს. ძველ ქართულ ლიტერატურულ წყაროებში საკრავთა 100-ზე მეტი დასახელებაა შემონახული.

საქართველოში ხალხური საკრავების სამი ჯგუფია ცნობილი:

  1. ჩასაბერი საკრავები - სალამური (უენო და ენიანი),  გუდასტვირი (აჭარაში — ჭიბონი), სოინარი (ლარჭემი);

  2. სიმებიანი: ჩამოსაკრავი -  ფანდური, ჩონგური,  ჩანგი; ხემიანი —  ჭუნირი,  ჭიანური;

  3. დასარტყამი:  დოლი,  დიპლიპიტო,  დაირა.

საქართველოში ასევე გავრცელებული იყო სხვა ხალხთა საკრავები:  ქამანჩა,  საზი,  თარი, ზურნა,  დუდუკი და სხვ.


ფაილი:Georgische Musikinstrumente.jpg

სალამური

სალამური გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს კუთხეებში ქართლში, კახეთში, მესხეთში, თუშეთში, ფშავში, ასევე დასავლეთ საქართველოშიც. საქართველოში სალამურის უძველესი დროიდან არსებობა დასტურდება არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული მატერიალური ძეგლებითაც. როგორც ცნობილია, მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მოპოვებულმა მასალებმა, საქართველოს ისტორიის მრავალ საკითხს მოჰფინა ნათელი, მათ შორის, ქართველი ხალხის მუსიკალურ წარსულს. მცხეთაში მოპოვებულ ექსპონატებს შორის ყურადღებას იპყრობს ქართული მუსიკალური კულტურისათვის მეტად საინტერესო ნივთი, სახელდობრ, ძვლის უენო სალამური, რომელიც 1938 წელს იქნა აღმოჩენილი სამთავროს სამაროვანის ჩრდილოეთ უბანზე. სპეციალისტ-ორნიტოლოგის, ივ. ჩხიკვიშვილის აზრით, სალამურის დასამზადებლად გედის ლულოვანი ძვალია გამოყენებული. სალამურს თავბოლო სწორად აქვს წაკვეთილი, იგი უენოა და

მხოლოდ სამი მცირე ნახვრეტი აქვს ერთ მხარეს. საკრავის ზედაპირი საგულდაგულოდაა გაპრიალებული. მისი სიგრძე 19,9 სმ-ს უდრის, ჩასაბერი პირის დიამეტრი-1,1 სმ, ძირის დიამეტრი კი 1,8 სმ-ია. ძვლის სალამური საფლავში ჰქონდა ჩატანებული 14-15 წლის ბიჭს, რომლისთვისაც ჭირისუფალს ბევრი სხვა ნივთიც ჩაუტანებია, მათ შორის, შავპრიალა თიხის ჭურჭელი, იარაღი, ტანსაცმელი, ავგაროზი და სხვ. აღსანიშნავია, რომ ამას გარდა, სამარხში აღმოჩნდა ცხვრის ძვლები და ხარის თავ-ფეხის ძვლები. სწორედ ამ გარემოების გამო (ე.ი. ბიჭის ნეშტთან ერთად სამარხში სალამურისა და შინაური საქონლის ძვლების აღმოჩენის გამო) ექსპედიციის ხელმძღვანელმა ივ. ჯავახიშვილმა «პატარა მწყემსის საფლავი» უწოდა. სამარხის ინვენტარის შესწავლა საშუალებას გვაძლევს იგი არა უგვიანეს ძველი წელთაღრიცხვის XII-XI საუკუნეებს მივაკუთვნოთ, ხოლო თუ აღწერილი სალამურის ტექნოლოგიის მაღალ დონეს გავითვალისწინებთ, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს საკრავი ძველი წელთაღრიცხვის XII საუკუნეზე გაცილებით ადრე ყოფილა გავრცელებული საქართველოში. ასევე იყო აღმოჩენილი ძვლის სალამური უფლისციხეში, საკულტო ნაგებობაში, ღვთაება მზექალისადმი შეწირულ ნივთებს შორის. სალამურის არსებობა მზექალთან დაკავშირებულ საწესო საგანთა შორის მოწმობს იმას, რომ სალამური უძველესი ხანიდან წარმოადგენდა მწყემსის ატრიბუტს. ამაზე მიუთითებს აგრეთვე თქმულებები სალამურის შესახებ.


ამჟამად ეს სალამური ინახება სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში. მკვლევარებმა ის ერთხელ უკვე ააჟღერეს და გამოაცემინეს მხოლოდ ოთხი ბგერა. რაც აბსოლიტურად საკმარისად ჩათვალეს. ეს გასაგებიც იყო, რადგან მეტს არავინ ელოდა. აღსანიშნავია რომ მკვლევარებს იმ ოთხი ბგერისთვისაც არ მიუქცევიათ სათანადო ყურადღება. ეს არის აბსოლიტურად ჩამოყალიბებული და გამართული ტეტრაქორდი, რომელიც თითქმის ათასწლეულებით უსწრებს წინ ბერძნული ტეტრაქორდების ჩამოყალიბებას. მაგრამ აღნიშნული სალამური გაცილებით მეტ საიდუმლოებას იტევს. აღმოჩნდა, რომ მასზე შესაძლებელი ყოფილა ათი ბგერის გამოცემა არა გადაბერვის პრინციპით, არამედ საკრავის სხვადასხვა მიმართულებით დახრის შედეგად მიიღება შვიდი განსხვავებული ტეტრაქორდი, რაც საბოლოო ჯამში წარმოადგენს ბგერათ სისტემას.

დღემდე შემორჩენილი სალამურები ორნაირია: უენო და ენიანი. სალამურის ეს ორი სახე ერთმანეთისაგან განსხვავდება მასალით, ფორმით, ბგერათრიგითა დადიაპაზონით. უენო სალამური წარმოადგენს გრძელ მილს, დაახლოებით 380-400 მმ სიგრძისას, რომელზეც 7-8 თვალი კეთდება. ზოგჯერ თვალი კეთდება მეორე მხარეზეც, საკრავის თავი ოდნავ წაწვეტებულია, თუ საკრავი ხისაა, აჭრელებენ. უენო სალამურის ბგერათრიგი დიატონურია, მოქცეულია ერთ ოქტავაში. ცოტა ძლიერი ჩაბერვით სალამურის დიაპაზონი იზრდება. უენო სალამური გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს კუთხეებში (ქართლი, კახეთი, მესხეთი, თუშეთი, ფშავი). ენიანი სალამური კი 230-260 მმ სიგრძის მილს წარმოადგენს. თავი წაკვეთილია. გაკეთებულია 5 ან, უფრო ხშირად 6-8 თვალი. ერთი თვალი უკეთდება უკანა მხრიდან ზედა 1-2 თვალს შუა. ენა წარმოადგენს ლერწმის მოკლე საცობს (12-15მმ), რომელიც ჩასმულია სალამურში (მილში). უენო სალამური უფრო ხშირად ჭერმის, ან დუდგულის ხისგან მზადდება, ენიან სალამურს კი ლერწმისაგან ან ლელისაგან ამზადებენ. უენო სალამური ენიან სალამურზე გრძელია და მასიური. მიუხედავად იმისა, რომ ენიანი სალამური შედარებით პატარაა, მისი ტექნიკური შესაძლებლობანი გაცილებით მაღალია: მას უფრო მდიდარი ბგერა, დიდი დიაპაზონი და ნიუანსირების მეტი უნარი აქვს. ენიანი სალამურის დამზადება გაცილებით რთულია და ოსტატის გამოცდილ ხელს მოითხოვს. ლერწმის პროპორციულად განვითარებული ლულოვანი ღერო ფრთხილად უნდა მოიჭრას, თავიდან ბოლომდე გაიხვრიტოს და როგორც ღრუ, ისე ზედა პირი სათანადოდ დამუშავდეს. სალამურის დასამზადებლად გამოსადეგი ღერო, «შვეტი» (ხალხური გამოთქმაა, სწორს თანაბარზომიერად განვითარებულს ნიშნავს) უნდა იყოს. შემდეგ ღერო თავთან გეზად აიჭრება, ღეროს აჭრილ ნაწილთან - სასტვენელთან სალამურის ენას ჩასვამენ. ზედაპირზე ენა ოდნავ ათლილია. მხოლოდ ამ ნაწილით უნდა გაატაროს მან ჰაერი, სხვა ნაწილით კი მთლიანად დაგმანოს სასტვენის ყელი. ეს უკანასკნელი ბოლოში სულსაქცევის თაღისებური პატარა «კილოთი» თავდება. «კილოსა» და ენის ანაჭერის გასწვრივ ხაზზე უნდა ამოიჭრას ექვსი მრგვალი თვალი. ეს თვლები ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილით (2 სმ.) უნდა ამოიჭრას. ამრიგად ენიან სალამურს სულ 8 თვალი გააჩნია.



დოლი






დოლი — ქართული  დასარტყამი  საკრავი. დოლი გავრცელებულია  საქართველოს ბარის კუთხეებში. დოლი წარმოადგენს ხის პატარა ცილინდრულ კორპუსს, რომლის ორივე მხარეზე გადაკრულია ტყავი. ტყავი დამაგრებულია თასმებით და მასში გაყრილია რკინის რგოლები, რომლებითაც იჭიმება ტყავი. დოლის სიმაღლე ისე შეეფარდება ჟღერადი ზედაპირის დიამეტრს, როგორც 3:1. დოლზე (უფრო მეტად) უკრავენ ხელებით ან ჯოხებით. ზოგჯერ ჯოხს გაგანიერებული ბოლო აქვს. დოლი უჭირავთ მარცხენა იღლიის ქვეშ ან ჩამოკიდებული აქვთ. უკრავენ მჯდომარე მდგომარეობაში. ზოგჯერ  მედოლე თვითონაც ცეკვავს. დოლზე ჯოხებით დაკვრისას, ერთი ჯოხით ურტყამენ ცალ მხარეს (ტყავზე), მეორეთი — მეორე მხარეს. ჯოხებს აქვთ ყულფები, რომლებითაც ჯოხები შემსრულებელს ხელებზე აქვს მიმაგრებული. დოლზე მიიღწევა ტრელები, ტრემოლო, ფორშლაკები. როდესაც ფორტეს ეფექტის მიღწევა სურთ, უკრავენ შუა ადგილას, ხოლო პიანოს დროს — დოლის ნაპირებზე. დოლის კორპუსი კეთდება ხისაგან. მისცემენ ცილინდრის ფორმას და გადააკრავენ ტყავს, რომელსაც ამაგრებენ თოკით ან თასმით. დოლზე უკრავენ ძირითადად მამაკაცები; ცეკვის დროს დოლი ხაზს უსვამს ცეკვის რიტმს. დოლთან ერთად ხშირად ხდება სხვა ერთი რომელიმე საკრავის გაერთიანება ანსამბლად, მაგალითად  ჩონგურის ან  ჭიბონის,  ზურნის,  დუდუკების და იშვიათად  სალამურის.










No comments:

Post a Comment